გურიის რეგიონში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

12/06/2019

გურიის რეგიონში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში, საკარმიდამო ფართობები თერმული ნისლის ტექნოლოგიით ინტენისურად მუშავდება. ამ დროისთვის, რეგიონის მასშტაბით, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 2 400 ჰა ფართობი. გურიის ადმინისტრაციულ სოფლებში განთავსებულია 5 170 ათასი „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური, რომლის მეშვეობით დამუშავებულია 1 989 ჰა ფართობი. ტყისპირა ზოლებზე და სასოფლო-სავარგულო ტერიტორიებზე განთავსებულია 370 მონიტორინგის ფერომონი, რომელიც მავნებლის რაოდენობისა და არეალის დადგენის საშუალებას იძლევა.

„წამლობითი ღონისძიებების შემდეგ, მონიტორინგის საფუძველზე უშუალოდ ადგილობრივ მეფუტკრე ფერმერებს ვხვდებით, რადგან მათი ინტერესების გათვალისწინებით მიმდინარეობს ღონისძიებები და მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა სამუშაო პროცესში. ამჟამად, გურიის რეგიონში, მიმდინარეობს თერმული ნისლის ტექნოლოგიით წამლობა, ასევე პარალელურად ხორციელდება „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების წერტილოვანი დამუშავება და ეს კომპლექსური მიდგომა მნიშვნელოვნად შეამცირებს მავნებელს“, – აღნიშნა მეფუტკრეებთან შეხვედრაზე ლაშა შალამბერიძემ.

მეფუტკრე ფერმერების განცხადებით, წამლობითი ღონისძიებები მათ სოფლებში, უსაფრთხოების წესების დაცვით მიმდინარეობს და გათვალისწინებულია ყველა პირობა, რაც გულისხმობს ფუტკრის მაქსიმალურ დაცვას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0