გურიის გუბერნატორი მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

Wednesday March 2nd, 2016

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორს მერსი ტემბონს შეხვდა.
მსოფლიო ბანკის ოფისში გამართულ შეხვედრაზე გურიის რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ ისაუბრეს და მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს რამდენიმე რეგიონში განხორციელებული (დაფინანსებული) რეგიონული განვითარების პროგრამა განიხილეს, რომელიც მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურული მომსახურებისა და ინსტიტუციური შესაძლებლობის გაუმჯობესებას ტურიზმის წვლილის გაზრდით ადგილობრივ ეკონომიკაში.
„მინდა მადლობა გადავუხადო მსოფლიო ბანკის დირექტორს სრული მხარდაჭერისათვის. დღეს ჩვენ საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. ბანკის რეგიონულმა დირექტორმა გურიაში სტუმრობის სურვილი გამოთქვა და შევთანხმდით ურთიერთთანმაშრომლობაზეც. ის მზად არის თავის გუნდთან და შესაბამის უწყებებთან ერთად, დაიწყოს მოლაპარაკება რეგიონული განვითარების პროგრამის განხორციელებისათვის, რომლის საბოლოო მიზანს არსებული სიღარიბის აღმოფხვრა წარმოადგენს,“- აღნიშნა შეხვედრის დასასრულს გია სალუქვაძემ.
აღსანიშნავია, რომ 1992 წლიდან საქართველო მსოფლიო ბანკის წევრია და ამჟამად ბანკში გაერთიანებულია ხუთი ინსტიტუტი:
● რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (International Bank for Reconstruction and Cooperation – IBRD);
● საერთაშორისო განვითარების ასოციაცია (International Development Association – IDA);
● საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (International Finance Corporation – IFC);
● მრავალმხრივი ინვესტიციების გარანტიის სააგენტო (Multilateral Investment Guarantee Agency – MIGA);
● ინვესტიციების სფეროში დავების მოსაგვარებელი საერთაშორისო ცენტრი (International Center for Settlement of International Disputes – ICSID).

Tweet about this on TwitterShare on Facebook0