გურიიდან ჩაის მწარმოებელთა წარმომადგენლები ტაივანში ვიზიტით იმყოფებიან.

02/11/2019

გურიიდან ჩაის მწარმოებელთა წარმომადგენლები ტაივანში ვიზიტით იმყოფებიან. ანასეულის და შემოქმედის საწარმოებიდან სპეციალისტები გადამზადების მეორე ეტაპს, პრაქტიკულ სწავლებას გადიან და ულუნის ტიპის ჩაის ტაივანელი სპეციალისტების დახმარებით ადგილზე ამზადებენ. ვიზიტის ფარგლებში, ისინი ტაივანის სხვადასხვა რეგიონს სტუმრობენ, სადაც ახალი ტექნოლოგიით ოლონგის, შავი და მწვანე ჩაის დამუშავების თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს პირადად ეცნობიან.
შეხვედრებს ექსპერტი ვუ ფუ შუ ხელმძღვანელობს. მომავალი წლის გაზაფხულზე ის ადგილობრივი მეჩაიებისთვის ტექნოლოგიების შესასწავლად და ცოდნის გასაზიარებლად გურიაში სტუმრობას გეგმავს. ვიზიტი „GURIA BIO TEA COMPANY LTD“ – ის მფლობელ მინგ შანგ ჰუანგის მხარდაჭერით არის დაგეგმილი. ამ დრომდე, ის მხარის რწმუნებულს, ზურაბ ნასარაიასაც შეხვდა და რეგიონში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით განსახორციელებელ პროექტებზე ესაუბრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0