გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ნარჩენების მართვის თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ნარჩენების მართვა საქართველოში, საკანომდებლო მოთხოვნები და რეგიონში საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის პერსპექტივები.როგორც ნარჩენების მართვის ექსპერტმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ორქისის“ წარმომადგენელმა ხათუნა ჩიკვილაძემ აღნიშნა, პროექტი მიზნად ისახავს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. „ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა დღეს გუბერნიაში, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები გაეცნენ პროექტის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას და საქართველოში ნარჩენების მართვის კუთხით არსებულ მდგომარეობას. პროექტი დიდი ხანია, რაც ხორციელდება და უკვე დამამთავრებელ ფაზაშია“.
პროექტს – „დავასუფთაოთ საქართველო“ ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით. შეხვედრას დაესწრნენ, ადმინისტრაციის თანამშრომლები, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და დასუფთავების სამსახურების წარმომადგენლები.
გურიაში ნარჩენების მართვის თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
15/03/2018