დღეს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, დიდთოვლობასთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. შემოქმედის 35/10 კვ. ელექტროქვესადგურში იმყოფებოდა. როგორც გურიის გუბერნატორმა აღნიშნა, სოფ. შემოქმედში რამდენიმე წუთის წინ ჩაირთო ელექტროენერგია; ამ ეტაპზე პრობლემაა სოფ. ლიხაურში, მაკვანეთსა და ჭანიეთში, მაგრამ უახლოეს პერიოდში აღდგება; დაბა ჩოხატაური არის გეგმიურად გამორთული და საათნახევარში ჩაირთვება ელექტროენერგია, ლანჩუთში არ არის ამჯერად პრობლემები; იწმინდება, როგორც ცენტრალური, ასევე, შიდა გზები; წყლისა და გაზის მიწოდება ჩვეულებრივად მიმდინარეობს და ამ მხრივ არ არის შეფერხება. სკოლებში სწავლის პროცესი არ შეჩერებულა. გურიაში თოვა კვლავაც გრეძელდება.
გურიაში თოვა კვლავაც გრეძელდება
27/01/2017