გურიაში გამწვანების კვირეული გრძელდება

01/04/2021

გურიაში გამწვანების კვირეული გრძელდება. აქციის ფარგლებში, სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი სახოკიამ საგანმანათლებლო დაწესებულებებს: პროფესიულ კოლეჯ “ჰორიზონტის” გორაბერეჟოულის ფილიალს, გუთურისა და ერკეთის საჯარო სკოლებს ეზოებისთვის ნერგები გადასცა და გარემოსდაცვით აქტივობაში მონაწილეობა მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან და სკოლის მოსწავლეებთან ერთად მიიღო. აქცია პერმანენტული ხასიათის იქნება და ნერგები ახლო მომავალში გურიის რეგიონის სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც გადაეცემათ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0