გურიაში აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედები ინტენსიურად მიმდინარეობს

28/02/2018

გურიაში აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედები ინტენსიურად მიმდინარეობს. ოზურგეთში პროფესიულ კოლეჯ „ჰორიზონტში“ გურიის გუბერნატორის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ფერმერებს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
ზურაბ ჩეკურაშვილმა მავნებლის საწინააღმდეგო სახელმწიფო სტრატეგიასა და ხედვაზე ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს სახელმწიფოს მხრიდან მასშტაბური ღონისძიებები ჩატარდება და ამ მიმართულებით სურსათის ეროვნული სააგენტო ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად კვლავაც აქტიურად ითანამშრომლებს.
შეხვედრაზე ქეთევან მოისწრაფეშვილმა ხაზი გაუსვა მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურიის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და გურიის სატყეოს სამსახურების წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0