თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა გულიკო ზუმბაძემ დიდი ლილოსა და ორხევის დასახლებაში მდებარე საბავშვო ბაღების მონიტორინგი განახორციელა.
დეპუტატი სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და ამასთან,
პროდუქტით მომარაგებისა და კვების ბლოკის მუშაობის საკითხებით დაინტერესდა. გულიკო ზუმბაძემ საბავშვო ბაღებში მიმდინარე სასწავლო პროცესი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ზოგიერთი საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობისა და სხვა თანამდევი სამუშაოების დაგეგმვა-დაფინანსების პროცედურები უახლოეს მომავალში დასრულდება.
გულიკო ზუმბაძე თავის სამაჟორიტარო ოლქში მდებარე საბავშვო ბაღების მონიტორინგს განაგრძობს
06/10/2016