გულიკო ზუმბაძემ მის სამაჟორიტარო ოლქში მიკროავტობუსების ახალი ხაზების მოძრაობის საკითხი განიხილა

28/07/2016

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის, თბილისის მიკროავტობუსების კომპანიის ხელმძღვანელებს, ასევე კომპანიის „სი ბი დი დეველოპმენტი “ ტექნიკური სამსახურის უფროსს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრა ორხევის, აეროპორტის დასახლების, დიდი ლილოს, ნასაგურის , წინუბნის და ლილოს დასახლებაში მიკროავტობუსების ახალი მარშრუტების საკითხის განხილვას ეხებოდა.
შეხვედრაზე ასევე კომპანიის „სი ბი დი დეველოპმენტი“ განცხადება განიხილეს, რომელიც აღნიშნულ დასახლებებში დანიშნული მიკროავტობუსების სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთის“ გავლით გადაადგილებას ეხებოდა.
განსახილველი საკითხების ირგვლივ მოსაზრებები საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ და მისმა მოადგულემ მერაბ მამულაშვილმა, თბილისის მიკროავტობუსების კომპანიის დირექტორმა დავით ასანიძემ და კომპანია „სი ბი დი დეველოპმენტის“ ტექნიკური სამსახურის უფროსმა გია რუსიამ გამოთქვეს და საკითხების დადებითად გადაწყვეტისთვის სამომავლო ღონისძიებებზე შეთანხმდნენ.
„მოვისმინეთ ინფორმაცია სატრანსპორტო საკითხთან დაკავშირებით ვითარებაზე შემოერთებულ ტერიტორიებზე და სათადარიგო ნაწილების საწყობისა და ავტობუსების პარკის განახლებაზე. ასევე ვიმსჯელეთ ლილო, ორხევი, აეროპორტის და შემოერთებული ტერიტორიებიდან სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთის“ გავლით ახალი ხაზების – ავტობუსებისა და მიკროავტობუსების დანიშვნაზე და საკითხის დადებითად გადასაწყვეტად სამომავლო გეგმა დავსახეთ“, – განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0