გუდაურში ,,რედკოს დასახლებაში’’ წყლის სტაბილური მიწოდებისთვის წყლის დამატებითი მარაგის მოპოვების სამუშაოები მიმდინარეობს

03/01/2020

გუდაურში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური ჯგუფები, შესაბამის სამსახურებთან ერთად, წყლის დამატებითი მარაგის მოსაპოვებლად სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ. ამ დროისთვის მიმდინარეობს დროებითი სატუმბო სადგურის მოწყობა, რათა მოხერხდეს წყლის მარაგის დამატება და რეზერვუარების შევსება. პარალელურადა, “რედკოს დასახლება”-ს წყალი მიეწოდება წყალმზიდების საშუალებით. დასახლებას წყალს მანამდე მიაწვდიან, სანამ დამატებითი მარაგის მოპოვების სამუშაოები არ დასრულდება. გუდაურში მშრალმა კლიმატურმა პირობებმა წყლის მარაგის შემცირება, ხოლო სეზონზე გაზრდილმა მოხმარებამ წნევის ვარდნა გამოიწვია. წყლის მარაგის შემცირებისა და წნევის ვარდნის გამო, რეზერუარების შევსებას პრობლები შეექმნა და “რედკოს დასახლება”-ში წყლის მიწოდება შეაფერხდა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას დაბა გუდაურში დაწყებული აქვს წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაცია. პროექტის განხორციელების შედეგად, სრულად შეიცვლება ამორტიზებული და მოძველებული სისტემები, რაც საბოლოოდ აღმოფხვრის საკურორტო ზონაში სეზონურად არსებულ პრობლემებს. სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით 50 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0