გუდაური-კობის მონაკვეთზე 5-6 დეკემბერს 12:00-დან 16:00 სთ-მდე მოძრაობა აიკრძალება

Tuesday December 4th, 2018

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 106-ე კმ-ზე, მდ. ბიდარაზე მოწყობილ დროებით ხიდზე, საჭიროა ლითონის მალის ნაშენის სავალი ნაწილის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, რის გამოც, 2018 წლის 5 და 6 დეკემბერს, 12:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე, ზემოაღნიშნული საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0