საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობისა და დარიალი-ლარსის მონაკვეთებზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ლარსის გამშვებ პუნქტთან მობილიზებული ტვირთების საქართველოში შემოსვლა დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში საქართველოშო მოსული უხვი ნალექით გამოწვეული ზვავსაშოიშროების გამო, რამდენიმე დღით შეფერხდა მოძრაობა საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე. საავტომობილო მიმოსვლის შეფერხებამ გამოიწვია რამდენიმე ათეული მსუბუქი და სატვირთო მანქანის და შესაბამისად, ქვეყანაში საჭირო სასურსათო მარაგების ლარსის გამშვებ პუნქტთან გაჩერება. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოში, გაიმართა ერთობლივი შეხვედრა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრაქტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გარემოს ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით. მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე საავტომბილო მოძრაობის რაც შეიძლება მოკლე დროში აღგენის მიზნით, გადაწყდა საჰაერო აფეთქებების საშუალებით ზვავის ხელოვნური გამოწვევა და მხოლოდ ამის შემდეგ გზის გაწმენდა. დღეს, 20 მარტს, გარემოს ეროვნულის სააგენტოს რეკომენდაციებითა და ზედამხედველობით, კომპანია „მაუნთინ რეზორთ სოლუშენის“ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალისტებმა კობის ხეობაში ვერტმფრენიდან საჰაერო აფეთქებების საშუალებით გამოიწვიეს ფერდობებზე თოვლის სახით დაგროვილი ნალექის ჩამოშლა. საჰაერო აფეთქებების საშუალებით ხელოვნული ზვავის გამოწვევის ტექნიკა საქართველოში პირველად გამოიყენეს, რომელიც კომპანია „მაუნთინ რეზორთ სოლუშენსმა“ (Mountain Resorts Solutions) უსასყიდლოდ შეასრულა.
გუდაური-კობის და დარიალი-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
20/03/2020