მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთის ერთ ნაწილზე (კმ93-კმ103) ზვავსაშიშროება მოიხსნა და გზის სავალ ნაწილზე გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა, ხოლო მეორე ნაწილზე (კმ104-კმ106) ზვავსაშიშროების რეჟიმი ნარჩუნდება. აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე დაიწყება, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა.
გუდაური-კობის გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
23/04/2020