გუდამაყრის ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზა იწმინდება

10/05/2019

გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში იწმინდება გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებული არაგვის მიერ დაზიანებული გზები: კიტოხი-ჩოხის, კიტოხი-ბაკურხევის, ჩოხი-ბურსაჭილის და დიხჩო-ბახანის მონაკვეთებზე. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, გაწმენდითი და პრევენციული სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის, მალხაზ წიკლაურის თქმით, ადგილზე იმყოფება შესაბამისი ტექნიკა და ამ ხეობის 12 სოფელში მისასვლელი გზა, უახლოეს მომავალში მოწესრიგდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0