გუბერნატორმა სოფელ ქსანში შპს „ქართული სოკო“ დაათვალიერა

16/05/2016

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსანში, აგრო საწარმო და ფერმერთა გადამზადების ცენტრი, შპს „ქართული სოკო“, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ დაათვალიერა.
კომპანია, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, მხარდაჭერით შეიქმნა. აღჭურვილია შესაბამისი დანადგარებით, 15-მდე ადამიანია დასაქმებული და საწარმოებლად სათესლე მასალა ევროპიდან შემოაქვს.
სოკოს მზა ბრიკეტების გარდა, „ქართული სოკო“ ფერმერებს სოკოს კულტივაციის უფასო ტრენინგებსაც სთავაზობს ისეთ ტექნიკურ საკითხებზე, როგორიცაა: სოკო ბუნებრივ პირობებში და მათი ნაირსახეობა, ბრიკეტიდან მისი მოყვანის ტექნოლოგია და ოჯახურ მეურნეობაში შესაბამისი პირობების შექმნა, მოკრეფა, შეფუთვა, შენახვა და სხვა.
აგრო საწარმოსა და სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის, სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა დაიგეგმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0