მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ, მცხეთის რაიონის სოფელ ახალუბანში “ახალუბნის საცხენოსნო კლუბი“ დაათვალიერა და მუშაობის პროცესს გაეცნო. კომპლექსი განთავსებულია 1,5 ჰექტარ მიწაზე და მოიცავს 20 ცხენზე გათვლილ თავლას, ქვიშიან სავარჯიშო მოედანსა და ცხენების სასეირნოდ განკუთვნილ შემოღობილ ტერიტორიებს. კლუბი მიზნად ისახავს საცხენოსნო სპორტის, კერძოდ მისი კლასიკური სახეობის, ბარიერების გადალახვის -„ კონკურის“ განვითარებასა და ზოგადად ცხენოსნობის პოპულარიზაციას საქართველოში, ცხენზე ჯირითის შემსწავლელი კურსებს, სადაც 8 წელზე ზემოთ ასაკის ადამიანებს საშუალება ეძლევათ დაეუფლონ ცხენზე ჯდომის წესებს. „ახალუბნის საცხენოსნო კლუბი“, კერძო ინვესტიციით 2011 წელს დაფუძნდა. აქტიურადაა ჩართული როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში. კლუბის თანამფლობელის გიორგი კურკუმულის თქმით, ყველა მსურველი ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს, როგორც კლუბის მომსახურებასთან, ასევე ცხენთან და ცხენოსნობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
გუბერნატორმა საცხენოსნო კლუბი დაათვალიერა
03/01/2017