გუბერნატორმა მინერალური წყლის კომპანია დაათვალიერა

14/04/2016

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე, ნატახტარში, ქართული მინერალური წყლის “სნოს“ მწარმოებელი ქარხნის მუშობის პროცესს გაეცნო.
კომპანია პროდუქციას 2011 წელიდან უშვებს და 230 ადამიანი, აქედან 47 ადგილობრივია დასაქმებული. საათში 10 000 ბოთლ მირენალურ წყალს აწარმოებს, ხოლო ექსპორტს მსოფლიოს 7 ქვეყანაში ახორციელებს.
ქარხანა ევროსტანდარტების შესაბამისი დანადგარებითა და ლაბორატორიით არის აღჭურვილი, ასევე სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო სერთიფიკატის მფლობელია. გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ „სნო“ აღიარა, როგორც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ნატურალური მინერალური წყალი.
სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კომპანია, კობში ახალი ქარხნის მშენებლობას გეგმავს.
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის თქმით, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია კერძო ბიზნესის განვითარება, მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0