გუბერნატორმა გზების ასფალტირების სამუშაოები დაათვალიერა

24/05/2016

სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე, გუბერნატორის პირველ მოადგილესთან არჩილ ჯაფარიძესთან და ქ. ამბროლაურისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
გუბერნატორმა ამბროლაური–კრიხის გზა დაათვალიერა, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 403 750 ლარს შეადგენს და ქ. ამბროლაურში გურგენიძის ქუჩაზე მიმდინარე ასფალტირებისა და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოებს გაეცნო. სამუშაოების სრული სახელშეკრულებო თანხა 333 290 ლარს შეადგენს. უახლოეს პერიოდში ამავე ქუჩაზე დაგეგმილია სპორტული მოედნის მოწყობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0