გუბერნატორმა ადიგენში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

19/04/2016

ადიგენის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო.
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ზაქარია ენდელაძესთან ერთად სოფლელ ენთელსა და დაბა ადიგენში საგზაო ინფარსტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
სოფლების ენთელი- ფხერო- შოყა – ოქროს ციხეს მიმართულებით გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარი 3.2 კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგება, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, წყალგამტარი მილებითა და რკინა-ბეტონის ღარებით. აღნიშნულ სოფლებში ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, ათეულობით წლების განმავლობაში აქაურებს გრუნტის გზით სარგებლობა უწევდათ. პროექტი, რომელიც სამ ეტაპად ხორციელდება, გასულ წელს დაიწყო და მომავალ 2017 წელს დასრულდება. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით წელს მიმდინარე სამუშაოებს 658 ათასი ლარი მოხმარდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყებულია დაბა ადიგენშიც, სადაც თამარ მეფის, ჩადუნელისა და ბალახაშვილის ქუჩების მოსაწესრიგებლად 533 191 ლარი დაიხარჯება. ჯამში ასფალტ-ბეტონი საფარი 3 კილომეტრი სიგრძის გზაზე დაიგება.
საავტომობილო გზის 2, 1 კილომეტრიანი მონაკვეთი მოასფალტდება ასევე სოფლების- დიდი ზანავი, პატარა ზანავი, ჭულეს მიმართულებით, ხოლო 5 კილომეტრიანი წყალსადენი მაგისტრალი მოეწყობა სოფლების ჩორჩანის, დიდი და პატარა სმადის მოსახლეობის უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგების მიზნით.
2016 წელს ადიგენის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყალსადენი სისტემების მოსაწესრიგებლად 4 მასშტაბური პროექტია დაგეგმილი, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 1 906 691 ლარია გათვალისწინებული.
გარდა ამისა აქტიურად მიმდინარეობს დაბა ადიგენიდან სოფელ მოხეს მიმართულებით 12 კილომეტრიანი გზის მშენებლობა.
პროექტის ფარგლებში იგება ასფალტის საფარი, ეწყობა გაბიონები, მილხიდები და უსაფრთხოების ბარიერები. ამასთან ერთად დასახლებულ პუნქტებში თანამედროვე სტანდარტების მოსაცდელები შენდება. აღნიშნული პროექტი 2015 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება

Tweet about this on TwitterShare on Facebook0