მცხეთა-მთიანეთში რეგიონის საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა და პრობლემები სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. მხარის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ რესურსცენტრების ხელმძღვანელებისგან პირადად მოისმინა განათლების ხარისხისა და სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. საუბარი შეეხო ზამთრის პერიოდში სასწავლო დაწესებულებების გათბობასთან დაკავშირებულ საკითხებს. რეგიონის სატყეო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით სკოლებს შეშა შეუფერხებლად გადაეცემათ.
შეხვედრას, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე, სამხარეო ადმინისტრაციის, სატყეო სამსახურისა და რეგიონში შემავალი რესურსცენტრების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გუბერნატორი რესურსცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა
05/05/2016