დღეს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან ერთად, სამხარეო ადმინისტრაციაში ,,ქეა საერთაშორისო კავკასიაში“ კოოპერატივების განვითარების კოორდინატორს ელისო ცხადაიას შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს მსოფლიო ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალში სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის (ENPARD) მონაწილეობის საკითხი. აღნიშნულ ფესტივალზე მოეწყობა ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული კოოპერატივების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა. ფესტივალი 1-3 ოქტომბერს გაიმართება. იგი 1 სექტემბერს ქალაქ ოზურგეთში გაიხსნება, ხოლო დასკვნითი ღონისძიება კი შეკვეთილში BLACK SEA ARENA-ზე გაიმართება.
გუბერნატორი კოოპერატივების განვითარების კოორდინატორს შეხვდა
24/08/2016