გუბერნატორი კომპანია „ნატახტარი“-ის საქმიანობას გაეცნო

27/04/2016

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ ლუდსახარში “ნატახტარი“ დაათვალიერა და პროდუქციის წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნო.
კომპანია 2005 წლიდან ფუნქციონირებს და დასაქმებულია 900 მოქალაქე, აქედან უმრავლესობა ადგილობრივი და ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი მოსახლეა.
ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ქარხანა ევროსტანდარტების შესაბამისი დანადგარებითა და ლაბორატორიით არის აღჭურვილი. პროდუქციის ექსპორტს 20-მდე ქვეყანაში აწარმოებს.
„ნატახტარი“ როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის მასშტაბით სხვადსხვა სახის სახელმწიფო, სოციალურ, კულტურულ და სპორტულ პროექტებშია ჩართული, მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის განცხადებით, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია კერძო ბიზნესის განვითარება, რაც მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია რეგიონისა და ქვეყნის წინსვლისთვის.
სამთავრობო და კერძო სექტორს შორის ურთიერთთანამშრომლობისთვის, სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0