შიდა ქართლის რწმუნებული-გუბერნატორი, აკაკი მაჭუტაძე გორის მწერალთა სახლში იმყოფებოდა და მწერალთა კავშირის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში აღნიშნული სფეროს განვითარებასა და სამომავლო პერსპექტივებს. ასევე, გუბერნატორს მიაწოდეს ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
რწმუნებულმა, თავის მხრივ, სამომავლოდ მხარდაჭრისა და ურთიერთთანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. მაჭუტაძემ შეკრებილების მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხა. შეხვედრის დასასრულს კი ხელოვანებმა რწმუნებულს საჩუქრად მათი ავტორობით წიგნები გადასცეს და სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადეს.
გუბერნატორი გორის მწერალთა სახლს სტუმრობდა
28/06/2018