გუბერნატორთან და რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

28/10/2016

დღეს გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში მუნიციპალიტეტების საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის შექმნის მიზნით, გუბერნატორთან და რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
აღნიშნული დოკუმენტი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მზადდება, რომელიც შემდგომში საფუძველი გახდება მუნიციპალიტეტების პრიორიტეტებისა და ბიუჯეტით განსახორციელებელი პროგრამების განსაზღვრისათვის.
აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“ ექსპერტები ინტენსიურად იმუშავებენ მიზნობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან.
2016 წლის ბოლოს საქართველოს 43 მუნიციპალიტეტისათვის შეიქმნება საშუალო ვადიანი განვითარების სტრატეგია, რომელიც საფუძვლად დაედება ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვას და ცენტრალური მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0