გრიგოლ ნემსაძემ ახალი საბავშო ბაღი გახსნა

29/03/2018

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ, პირველ მოადგილესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში, 70 აღსაზრდელზე გათვლილი, ახალი საბავშო ბაღი გახსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი სააღმზრდელო დაწესებულებით 3 სოფელის მცხოვრებლები ისარგებლებენ. შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.

„ქვემო ქართლის რეგიონში კიდევ ერთი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საბავშვო ბაღი გაიხსნა. 70 ბავშვზე გათვლილი სააღმზრდელო დაწესებულებით სარგებლობას სამი სოფლის მცხოვრებლები შეძლებენ. ადგილობრივ ბავშვებს, წლების განმავლობაში, არ ქონდათ შესაძლებლობა სკოლამდელი განათლება შესაბამის გარემოში მიეღოთ. დღეს კი ისინი სწავლას განახლებულ გარემოში გააგრძელებენ. მოგეხსენებათ, რომ რეგიონში საბავშო ბაღების მშენებლობისა რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მხოლოდ 2017 წელს, რეგიონში, 5 ახალი ბაღის მშენებლობა დაიწყო. პრიორიტეტი უცვლელია და ამ მიმართულებით სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება,“-აღნიშნა გრიგოლ ნემსაძემ.

აღსანიშნავია, პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების დაფინანსებით განხორციელდა და სამუშაოების ღირებულებამ ჯამში 374 303 ლარი შეადგინა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0