გრიგოლ მენსაძე აქტიურ რეჟიმში აგრძელებს ქალაქში მოღვაწე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს

09/10/2017

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, გრიგოლ მენსაძე აქტიურ რეჟიმში აგრძელებს ქალაქში მოღვაწე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს.
ამჟამად გუბერნატორი, მოადგილესთან და ადმინისტრაციის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რუსთავის სააღმზრდელო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა.
გრიგოლ ნემსაძემ, რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელისგან, პირადად მოისმინა დაწესებულებებში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია და კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაპირდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0