გრიგოლ გიორგაძე ევროსაბჭოს დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა

13/09/2016

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს დანიელ ხოშაბოსა და დეპარტამენტის მრჩეველს მარსელ კაპის შეხვდა.
შეხვედრის მიზანს საქართველოში კონფლიქტის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მეთოთხმეტე კონსოლიდირებული ანგარიშისთვის დევნილთა საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება წარმოადგენდა.
გრიგოლ გიორგაძემ სტუმრებს დეტალურად გააცნო ის პროექტები, რომლებსაც სამინისტრო დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით ახორციელებს. მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საქმიანობის შესახებ.
შეხვედრის დასასრულს, ევროსაბჭოს დელეგაციის წარმომადგენლებმა მინისტრის მოადგილეს ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0