გოჩა მელაძემ პირველი სამუშაო დღე ინფრასტრუქტურული ობიექტების მონახულებით დაიწყო

14/11/2017

ხულოს მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულმა მერმა პირველი სამუშაო დღე ინფრასტრუქტურული ობიექტების მონახულებით დაიწყო. გოჩა მელაძემ მთა საჯოგიადან ნეგოიანში სასმელი წყლის მიყვანის სამუშაოები პირველ მოადგილესთან ლაშა ბოლქვაძესთან ერთად მოინახულა. მერიის ხელმძღვანელმა პირებმა მაგისტრალის 5 კილომეტრიანი მონაკვეთი ადგილზე დაათვალიერეს. სამუშაოები დაასრულების ფაზაშია და ამ ეტაპზე მილსადენის მოწყობა მიმდინარეობს.
აღნიშნული სამუშაოები წარმოადგენს პროექტ “ბაბანური-ხულოს წყალსადენის” გაგრძელებას და სასმელი წყლით დაბა ხულოსა და მის მიმდებარე სოფლების ნაწილს მოამარაგებს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია წყლის მილების გაყვანა და სათავე ნაგებობების მშენებლობა. მაგისტრალის საერთო სიგრძე 15 კილომეტრია. პროექტის განხორციელებისათვის მერიის ბიუჯეტიდან 872811 ლარია გამოყოფილი. სამშენებლო სამუსაოებს ტენდერით გამოვლენილი კომპანია შ.პ.ს. “B&B” ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0