გოჩა კურდღელია ფოთში სტადიონის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

10/01/2018

ქალაქის მერი გოჩა კურდღელია, მერის მოადგილესთან ირაკლი თოფურიასთან ერთად ფოთში სტადიონის მშენებლობის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. პროექტის ღირებულება 1 863 000 ლარს შეადგენს. მოხდება ტრიბუნების მშენებლობა, სტადიონის შიდა და გარე კომუნიკაციებით უზრუნველყოფა, მოეწყობა თანამედროვე სტანდარტის გასახდელები, საშხაპეები, ლოჟა, ოთახები კომენტატორებისათვის, ავტოსადგომი. მოასფალტდება სტადიონის მისადგომები. ფოთის სტადიონი 6000 მაყურებელზეა გათვლილი და იგი ექსპლუატაციაში 2018 წლის მარტში შევა.
მშენებლობას კომპანია „ელიტა ბურჯი“ აწარმოებს. სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულია 15 ადგილობრივი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0