გორში, ტრადიციად ქცეული სახალხო დღესასწაული ,,გორის დღეები“, საზეიმო ვითარებაში ჩატარდა

15/10/2017

გორში, ტრადიციად ქცეული სახალხო დღესასწაული ,,გორის დღეები“, საზეიმო ვითარებაში ჩატარდა. წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ქალაქის ცენტრში მთელი დღის განმავლობაში ხალხმრავლობა შეინიშნებოდა. წელს ,,გორის დღეებმა“ სტარტი 11 ოქტომბერს საერთაშორისო საგუნდო მუსიკის ფესტივალის გახსნით აიღო,რომელიც 3 დღეს გაგრძელდა. ფესტივალში ქართველი შემსრულებლების გარდა მონაწილეობას ამჯერად აზერბაიჯანელი მუსიკოსებიც იღებდნენ. დასასრულ შიდა ქართლის გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ საღამოზე მისულ მაყურებელს მიმართა და მათ ღონისძიების წარმატებით დასრულება მიულოცა. 14 ოქტომბერს ,,გორის დღეებმა“ სცენიდან ქალაქის ცენტრში გადაიცაცვლა. მოეწყო ადგილზე წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.მუნიციპალიტეტის ფოლკლორულმა გუნდებმა საზოგადოებას ცეკვისა და მუსიკის ნომრები შესთავაზეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინა პროექტის ,,უსაფრთხო ქალაქი“ პრეზენტაცია, სადც დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა შსს-ს მიერ გამოფენილ იმ ტექნოლოგიებს გაცნობოდა, რომლის დახმარებითაც ძალოვანი უწყება საგამოძიებო საქმიანობას აწარმოებს. 15 ოქტომბრის ღონისძიებას გუბერნატორი კახა სამხარაძე საკუთარ და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებთან ერთად დაესწრო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქის ცენრში გამოფენილი ტექნიკა და ხელოვნების ნიმუშები დაათვალიერეს. გუბერნატორის თქმით აღნიშნული ღონისძიება უკვე ტრადიციადაა ქცეული და ის სამომავლოდ უფრო მეტ მასშტაბებს შეიძენს. ,,გორის დღეები“ ქალაქ გორის მერიის მიერაა ინიცირებული და ყოველწლიური სახალხო ზეიმის სახეს ატარებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0