შიდა ქართლის რეგიონში სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. შიდა ქართლის რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, რწმუნებულის პირველმა მოადგილემ სიმონ გულედანმა, გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გორში, ჭავჭავაძის გამზირის 506 მეტრიანი მონაკვეთის სარებაილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის თანადაფინანსებით მიმდინარეობს და მისი ღირებულება ნახევარ მილიონამდე ლარს შეადგენს. პროექტით გათვალისწინებულია აღმაშენებლის გამზირიდან რაზმაძის ქუჩამდე საავტომობილო გზის მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ივლისში იგეგმება.
გორში საგზაო ინფრასტრუქტურუის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
08/06/2020