გორში “გორმედის” ქსელის კლინიკაში მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს. რეგიონის მასშტაბით ვაქცინაცია შიდა ქართლის 5 სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი. მასობრივი ვაქცინაციის პროცესში დღეს გორელი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჩაერთნენ. მათ შორის გორის გოგონათა გუნდის დირიჟორი ნინო წიკლაური და მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრი მამუკა ნადირაძე (სკიპი) აიცრნენ. ვაქცინაციის პროცესს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე გაეცნო. მისი თქმით, მოსახლეობამ მაქსიმალურად უნდა იაქტიუროს, დროულად აიცრან, რადგან პანდემიის დასამარცხებლად ვაქცინაცია ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
გორში მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს
19/07/2021