გორს მუნიციპალური ტრანსპორტი პირველად მოემსახურება

08/02/2021

დღეიდან ქალაქში 25 ახალი ავტობუსი ივლის, უახლოეს მომავალში კი კიდევ 5 ავტობუსი დაემატება. საწყის ეტაპზე ავტობუსით მგზავრობა მოქალაქეებისთვის უფასო იქნება. სატრანსპორტო საშუალებები 10 მარშრუტზე გადანაწილდებიან.
ახალი ავტობუსები შეესაბამება თანამედროვე სტანდარტის ყველა ტექნიკურ მოთხოვნას. მათ შორის, ავტობუსები აღჭურვილია ევროსტანდარტების შესაბამისი ვენტილაციის სისტემით. ავტობუსებში დაცული იქნება რეკომენდაციები COVID-19-ის პრევენციისთვის. ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ავტობუსებს დეზინფექცია ჩაუტარდებათ. ყველა ავტობუსი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. პროექტი საშუალებას მისცემს მოსახლეობას ისარგებლონ თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული მუნიციპალური ტრანსპორტით. ავტოტრანსპორტის პრეზენტაციას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი, რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე და გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი დაესწრნენ და ადგილობრივ მოქალაქეებთან ერთად იმგზავრეს. ახალი ავტობუსები გორს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში გადასცა. EURO 5 -ის ტიპის ავტობუსები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერითაა შეძენილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0