2023 წლის ეროვნულ გამოცდებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა 35 ახალგაზრდამ მოიპოვა. 100 % – იანი გრანტის მქონე სტუდენტები 500 ლარით დაჯილდოვდნენ.
ახალგაზრდებთან შეხვედრა გორის ტურისტულ ცენტრში გაიმართა. ღონისძიებას სტუდენტები, მშობლები, გორის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დაჯილდოების ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისგან მიიღეს. პროექტი, რომელიც ახალგაზრდების წახალისებას ისახავს მიზნად, გორის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული ღონისძიებების წახალისებისა და დაჯილდოების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
გორის მუნიციპალიტეტისგან 100 % – იანი გრანტის მქონე სტუდენტები 500 ლარით დაჯილდოვდნენ.
26/11/2023