გორის გვირაბში სენაკი-თბილისის მიმართულებაზე 13 დეკემბერს მოძრაობა შეიზღუდება

11/12/2020

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, სავენტილაციო სისტემის რემონტის გამო, 2020 წლის 13 დეკემბერს 11:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე, გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0