გომის საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი განახლდა

21/10/2019

გომის საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი განახლდა. ახლადრეაბილიტირებული #13 სააღმზრდელო დაწესებულება ოფიციალურად მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, მერის მოადგილეებმა: ზვიად ქურდაძემ, ზურაბ როსებაშვილმა და სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელმა თათია ბროლიძემ გახსნეს.
წლების განმავლობაში შენობის მხოლოდ ნაწილი იყო გარემონტებული და ერთი სააღმზრდელო ჯგუფი ფუნქციონირებდა, ამჯერად კი შესაძლებელი გახდა ჯგუფების დამატება. სააღმზრდელო დაწესებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან განხორციელდა და ჯამში 35 281 ლარი დაიხარჯა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0