სენაკის მუნიციპალიტეტში, თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის გოლასკურის უბანში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. შესრულებულ სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პროექტის შემსრულებელი კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად გაეცნო. 7,5 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა დააფინანსა. მისმა ღირებულებამ 2 364 841 ლარი შეადგინა. გზასთან ერთად გაკეთდა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და ნაპირსამაგრები. სამშენებლო სამუშაოები კომპანია “არქეოპოლისმა“ შეასრულა. გზის პრობლემა სოფელს წლების განმავლობაში აწუხებდა, გასულ წელს ადგილობრივებთან გამართულ შეხვედრაზე პრობლემის მოგვარებას მოსახლეობას სახელმწიფო რწმუნებული დაპირდა. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ასევე გადაწყდა გოლასკურელთა წინაშე მდგარი გარე განათების მოწყობის პრობლემა. გოლასკურის ცენტრში სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში მოეწყო დასასვენებელი პარკიც.
გოლასკურში 7,5 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
15/05/2020