თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ვახტანგ იამანიძე, ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსი მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოში სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ისაკაძე ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარე სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცვნენ და მშენებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებს პროექტის დეტალებზე ესაუბრნენ.
ძველი შენობის დემონტაჟის დასრულებისთანავე დაიწყება თანამედროვე სტანდარტების, 30 ბავშვზე გათვლილი ბაღის მშენებლობა, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „TU-KA“ შეასრულებს და მასზე რეგიონალური განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 244 084 ლარი დაიხარჯება.
გოგნში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო
07/11/2018