გოგი მეშველიანმა და დავით შერაზადიშვილმა სოფელ წიფორსა და ხახალაჯვარში რიტუალების სახლების მოწყობის სამუშაოები მოინახულეს

15/08/2019

საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და მერიის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ წიფორსა და ხახალაჯვარს ესტუმრნენ. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სოფლებში არსებული რიტუალების სახლები მოინახულეს და მოსახლეობას შენობების ინვენტარით აღჭურვას დაჰპირდნენ. სოფელ წიფორში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ამორტიზირებული ძველი მეურნეობის შენობას მოსახლეობამ დემონტაჟი ჩაუტარა და მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით, საკუთარი სახსრებით რიტუალების სახლი ააშენა. სოფელ ხახალაჯვარში კი სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი შენობა მოეწყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0