გოგი მეშველიანი და დავით შერაზადიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრას აქტიურად განაგრძობენ

16/08/2019

საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ნახიდურს, ხიდისყურს, მუხრანასა და მწყნეთს ესტუმრნენ. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები მოსახლეობას გაესაუბრნენ და მათ დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამები.
თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა სოფელში არსებული საჭიროებები ადგილზე მოისმინეს და გადაჭრის გზები დასახეს.
ნახიდურში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სარწყავი წყლის მილის მოწყობა მიმდინარეობს. სოფელში ასევე მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული შიდა გზის პრობლემაც მოუგვარდა.
სოფელ ხიდისყურში გარე განათების ქსელი მოეწყო, სოფელ მუხრანაში კი რეაბილიტაცია სასმელი წყლის ქსელს ჩაუტარდა. აღსანიშნავია, რომ ახალ სასწავლო წელს სოფელ მუხრანაში მცხოვრებ მოსწავლეებს საჯარო სკოლაში მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა დახვდებათ. შენობაში სველი წერტილების მოწყობა მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0