გოგი გოგილაშვილი უმწეოთა თავშესაფრებს ესტუმრა

29/12/2017

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი გოგი გოგილაშვილი, მერის მოადგილე თეიმურაზ ბალარჯიშვილი და სოციალური განყოფილების წარმომადგენლები მუნიციპალიტეტში არსებულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სახლებს, უპოვართა სასადილოებს და მოხუცთა თავშესაფრებს -„ბეთელს“, „ბროწლიანის სათნოების სახლს“, რეგიონის უმწეოთა თერაპიის კავშირ „ქედელს“, „თბილ კერას“, „თაობათა კერას“ და „უზრუნველ სიბერეს“ ეწვივნენ. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მათ საახალწლო ნობათი და ტკბილეული გადასცეს. გოგი გოგილაშვილმა და თეიმურაზ ბალარჯიშვილმა შშმ პირებს და მოხუცებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს, ჯანმრთელობა, სიკეთე და სიხარული უსურვეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0