გლობალური სამდივნოს მმართველი ჯგუფის დელეგაცია შემოსავლების სამსახურს ესტუმრა

31/08/2016

1-4 ნოემბერს, თბილისი, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გამჭირვალობისა და საგადასახადო მიზნებისთვის ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის (Global Forum) პლენარულ სესიას უმასპინძლებს.
გამჭირვალობისა და საგადასახადო მიზნებისთვის ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმი მრავალი წევრისაგან შემდგარი ორგანოა (135 წევრი ქვეყანა), რომლის ძირითად მიზანს საგადასახადო გამჭირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის საკითხებზე მუშაობა წარმოადგენს.
დღეს, 30 აგვისტოს, აღნიშნული ფორუმის საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტისა და შემდგომი ურთიერთანამშრომლობის მიზნით, გლობალური სამდივნოს მმართველი ჯგუფის დელეგაცია შემოსავლების სამსახურს ესტუმრა. შეხვედრის დასრულებისას შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ბატონმა გიორგი თაბუაშვილმა და სამდივნოს უფროსმა, ქალბატონმა მონიკა ბხატიამ ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0