“გირჩმა” მარიხუანის დეკრიმინალიზაციისთვის საკონსტიტუციოში სარჩელი შეიტანა

04/03/2016

„გირჩმა“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლის მიხედვითაც მარიხუანის მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. როგორც აპც „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია აცხადებს მოთხოვნა ამ შემთხვევაში არ ეხება შენახვას:
“გასაჩივრებულია სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-16-17-18 მუხლებთან. ჩვენი მოთხოვნაა, რომ არ მოხდეს ადამიანების დაჭერა და არც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა. საუბარია მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციაზე. ჩვენი მოთხოვნა ამ შემთხვევაში არ ეხება შენახვას, იმიტომ, რომ ჩვენი კონკრეტული ქეისი არ გვაძლევდა ამის საშუალებას, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს სარჩელი დაკმაყოფილდება და ამ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მარიხუანის მოხმარების გამო არა მხოლოდ არ დაიჭერენ, არამედ არ მისცემენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში, დარჩება ადმინისტრაციული სამართლის სფეროში” – აღნიშნა იაგო ხვიაჩიამ

Tweet about this on TwitterShare on Facebook0