ახალი პოლიტიკური ცენტრი “გირჩი” აუცილებლად იქნება წარმოდეგენილი მომავალ პარლამენტში იმდენად დიდი ფრაქციით, რომ გავლენა მოახდინოს ყველა პოლიტიკურ პროცესზე , – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა ყრილობის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“ჩვენ წარვადგინეთ პროგრამის ძირითადი ნაწილი, რომელიც შეეხება სოციალურ დაცვას, იმ ადამიანების დახმარებას, ვისაც ყველაზე მეტად ესაჭიროება. ხვალიდან ჩვენი კამპანია უფრო აქტიური იქნება. ჩვენ ვიქნებით ყველა რაიონში, ყველა ქალაქში და ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის. პოლიტიკური ცენტრი “გირჩი” აუცილებლად იქნება წარმოდგენილი მომავალ პარლამენტში იმდენად დიდი ფრაქციით, რომ გავლენა მოახდინოს ყველა პოლიტიკურ პროცესზე”, – განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.
ახალი პოლიტიკური ცენტრი “გირჩის” თავმჯდომარედ დღეს ზურაბ ჯაფარიძე აირჩიეს. დღესვე “გირჩის” ყრილობაზე დელეგატებმა რეგიონებიდან აირჩიეს პარტიის პოლიტსაბჭო, დაამტკიცეს პარტიის წესდება და აირჩიეს სარევიზიო კომისია.