შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ქარელში ამოქმედებული ე.წ. “ცხელების ცენტრი” მოინახულა და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. ქარელის ცენტრალური საავადმყოფოს ბაზაზე მოწყობილი ცხელების ზონა ერთდროულად 35 პაციენტის მიღებას და მართვას შეძლებს. ამჟამად რეგიონში 5 ზონაა მოწყობილი. ამ ეტაპზე საეჭვო სიმქტომების პაციენტები არც ერთ მათგანშია მოთავსებული. როგორც ცენტრის ხემძღვანელმა აღნიშნა, რეგიონის ტერიტორიაზე მოქმედი ცხელების ცენტრების რესურსი ამ ეტაპზე საკმარისია და შექმნილი ვითარების მართვა გართულებების გარეშე მიმიდნარეობს.
“ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით რეგიონი სრულადაა მობილიზებული, ქარელში ამოქმედდა ე.წ. ცხელების კიდევ ერთი ცენტრი. რეგიონში, ჯამში, 5 ასეთი ზონაა, თითოეული ცენტრი უზრუნველყოფილია ყველა საჭირო საშუალებით.“ – აღნიშნა რწმუნბულმა
COVID 19-ის დადასტურების შემთხვევაში პაციენტებს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ. შიდა ქართლში ასეთი სახის სამედიცინო დაწესებულებას სამხედრო ჰოსპიტალი წარმოადგენს.