გიორგი ხანიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძენსის პროვინციის დელეგაციის წევრებს შეხვდა

21/05/2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძენსის პროვინციის დელეგაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე გიორგი ხანიშვილმა საქართველო-ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის მზარდ დინამიკაზე და ღვინის პოპულარიზაციის საქმეში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გახსნილი ქართული სახლების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
საუბარი შეეხო საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობების საკითხებს, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას და აღინიშნა, რომ აღნიშნული შეთანხმება კიდევ უფრო დააახლოებს ქვეყნების ეკონომიკას და უფრო დინამიკურს გახდის სავაჭრო ურთიერთობებს.
შეხვედრაზე ჩინურმა მხარემ სურვილი გამოთქვა უფრო აქტიური გახდეს და გაღრმავდეს საქართველოსთან თანამშრომლობა ჩაის კულტურის, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და სასათბურე მეურნეობების განვითარების მიმართულებებით.
#სოფლისმეურნეობა

Tweet about this on TwitterShare on Facebook0