გიორგი ხანიშვილი მეფუტკრე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებს შეხვდა

10/05/2017

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი მეფუტკრე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მეფუტკრეობის დარგში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს. ყურადღება ასევე გამახვილდა დარგში არსებულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის გზებზე.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა მეფუტკრე კოოპერატივების წევრებს სამომავლო პროექტები გააცნო და მათთან ერთად თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნის იდეა განიხილა.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებმა იდეა დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ თანამედროვე სტანდარტების თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა საქართველოში მეფუტკრეობის კოოპერატივების განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0