ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანი და „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი თორნიკე რიჟვაძე “საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის” (GREDA) წარმომადგენლებს შეხვდნენ.
“საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია”, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G)-ის აქტიური მხარდაჭერით მიმდინარე წლის 8 დეკემბერს დაფუძნდა. ასოციაციაში გაერთიანებულია ენერგეტიკის ფეროში მოღვაწე 15 კერძო კომპანია და მისი ძირითადი მიზნებია:
• განახლებადი ენერგიის სექტორში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება
• განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების პოპულარიზაცია
• ელექტროენერგიის ბაზრის განვითარება
• კონკურენტული, გამჭვირვალე და სამართლიანი, ელექტროენერგიის ბაზრის წესების შემუშავების ხელშეწყობა
• დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება
• ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის და სტრატეგიის ასევე, დარგის ტექნიკური სტანდარტებისა და რეგლამენტების შემუშავებისა და დანერგვის პროცესში მონაწილეობის მიღება.
გიორგი ჩიქოვანი და „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი “საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის” წარმომადგენლებს შეხვდნენ
27/12/2017