თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ ქართული ოცნება-მრეწველების“ ინიციატივით, დიდუბის რაიონში მდებარე სკოლის „საუნჯე“ მოსწავლეებს მთაწმინდის პარკმა უმასპინძლა.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმდჯომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ვლადიმერ ძნელაძემ 30- მდე სკოლის მოსწავლე მთაწმინდის პარკში წაიყვანეს და ბავშვთა დაცვის დღე მათთან ერთად აღნიშნეს.
დეპუტატებმა ბაშვებს დღევანდელი დღე მიულოცეს და ჯანმრთელობა, ბედნიერება და წარმატება უსურვეს.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მთაწმინდის პარკში გასართობი სანახაობა მოეწყო და კონცერტი გაიმართა, მისულ სტუმრებს კი 1 ივნისი ზღაპრის პერსონაჟებმა და ანიმატორებმა მიულოცეს.
1 ივნისს ბავშვებს მთაწმინდის პარკი მთელი დღის მანძილზე უფასოდ უმასპინძლებს.
გიორგი ტყემალაძემ და ვლადიმერ ძნელაძემ ბავშვებს 1 ივნისი მიულოცეს
01/06/2016