სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შიდა უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი სვანაძე ლიტვის თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა.
დელეგაციას ლიტვის კიბერ უსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიის დეპატრამენტის დირექტორი არვიდას პლესტისი ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს კიბერ საფრთხეებზე და საქართველოსა და ლიტვის მთავრობების მიერ კიბერუსაფრთხოების სფეროში გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე.
მხარეებმა, საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკას შორის კიბერუსაფრთხოების საკითხებში შემდგომი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოთქვეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ლიტვის კიბერ უსაფრთხოებისა და ტელეკომუნიკაციების ცენტრის დირექტორი დარიუს ადომაიტისი, ეროვნული კიბერ უსაფრთხოების ცენტრის ხელძღანელი რიმტაუტას ცერნიაუსკასი, კიბერ უსაფრთხოების ოფიცერი მარტინას დამკუსი და ლიტვის სამხედრო ატაშე საქართველოში,ვიცე-პოლკოვნიკი ვიტაუტას რაკაუსკასი.
საქართველოს მხრიდან – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შიდა უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი ჭულუხაძე და ამავე დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი გიორგი ტიელიძე.
გიორგი სვანაძე ლიტვის თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა
04/11/2016